შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის
სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ფოთის სამმართველოს ერთ-ერთ
მეხანძრე-მაშველს კორონავირუსი დაუდასტურდა.
მას გეგმიური ტესტი 4 სექტემბერს ჩაუტარდა, რა დროსაც დადებითი პასუხი
მოვიდა. მანამდე, აღნიშნულმა პირმა გეგმიური შემოწმება 2 კვირით ადრე
გაიარა, რა დროსაც პასუხი უარყოფითი იყო.
მეხანძრე-მაშველი ცვლაში 6 სექტემბერს მორიგეობდა. ამ დროისთვის, ყველა
თანამშრომელი, ვინც ამ დღეს მუშაობდა, გადაყვანილია დაკვირვების ქვეშ და
აღებული აქვთ ტესტები. შენობას ჩაუტარდა სრული დეზინფექცია.
ეპიდემიოლოგები აწარმოებენ წყაროს იდენტიფიცირებას და კონტაქტების კვლევას.
მეხანძრე-მაშველი თავს კარგად გრძნობს, მას არ აღენიშნება ვირუსის
კლინიკური გამოვლინებები. იგი ფოთის საავადმყოფოშია გადაყვანილი.