10 სექტემბერს, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 2020 წლის საარჩევნო სიის ოცეულის პრეზენტაციას გამართავს

09 Sep 2020 01:11

10 სექტემბერს, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 2020 წლის საარჩევნო სიის ოცეულის პრეზენტაციას გამართავს.  

 

როგორც პარტიის პრესსამსახურში აცხადებენ, პრეზენტაცია პირდაპირი ეთერით გადაიცემა. 


„ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები 20 ივლისს წარადგინა. პარტიას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები 30-ვე საარჩევნო ოლქში ეყოლება.


2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ახალი სისტემით გაიმართება. 120 დეპუტატი პროპორციული, 30 კი მაჟორიტარული წესით აირჩევა.



კომენტარები:

ფართი შოპი