გოჩა ენუქიძე: ვიმედოვნებთ, ცაგერის მუნიციპალიტეტში შევინარჩუნებთ სტაბილურ ვითარებას და მკაცრი ზომების მიღება არ გახდება საჭირო

09 Sep 2020 01:31

ცაგერის მუნიციპალიტეტში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" მესტიის, ლენტეხის, ცაგერის, ამბროლაურისა და ონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოჩა ენუქიძე ადგილზე გაეცნო.


„ამ ეტაპზე ინფიცირებულ პირებთან შემხებლობაში მყოფი ყველა კონტაქტი გამოვლენილია და ჩატარებულია პისიარ ტესტირება. პირველივე კონტაქტების გამოვლენისას დროულად მოხდა სავარაუდო ინფიცირებულთა თვითიზოლაცია და თანმიმდევრულად განხორციელდა ყველა საჭირო ღონისძიება. მასობრივი ტესტირება და თერმოსკრინინგი მიმდინარეობს ცაგერის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში: ლაჯანა, ორბელი, ლეშკედა და სპათაგორი. ვიმედოვნებთ, მუნიციპალიტეტში შევინარჩუნებთ სტაბილურ ვითარებას და მკაცრი ზომების მიღება არ გახდება საჭირო“ - განაცხადა გოჩა ენუქიძემ.


ცაგერის მუნიციპალიტეტის 2 სოფელში კორონავირუსი 5 ადამიანს დაუდასტურდა.


მუნიციპლიტეტში დადასტურებული ინფიცირების შემთხვევები თბილისში გამართულ ხალხმრავალ ქორწილს უკავშირდება.



კომენტარები:

ფართი შოპი