პარლამენტის წევრს, ლევან გოგიჩაიშვილს კორონავირუსის ინფექცია დაუდასტურდა

09 Sep 2020 21:28

როგორც ცნობილია  პარლამენტის წევრს, ლევან გოგიჩაიშვილს დაუდასტურდა კორონავირუსის ინფექცია.  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციის თანახმად, ყველა პირი,  ვისაც ჰქონდა ინფიცირებულთან კონტაქტი 5 სექტემბრის შემდეგ, გადავა თვითიზოლაციაში და ჩაუტარდება ტესტირება.

 

სპეციალური სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავდება დეპუტატის სამუშაო სივრცე. გარდა ამისა,  პარლამენტის შენობაში გაგრძელდება რეგულარული დეზინფექცია.

 

შენობაში შესვლისას ყველა პირი გადის თერმოკონტროლს. დაწესებულია მონიტორინგი  პირბადის გამოყენებაზე.

 

საკანონმდებლო ორგანო განაგრძობს  ფუნქციონირებას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და დაავადებათა კონტროლის ეროვნული  ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად.



კომენტარები:

ფართი შოპი