შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის
ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს მე-8 სამმართველოს თანამშრომლებმა,
წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით, ორი პირი: 1987 წელს დაბადებული გ.ხ. და
1976 წელს დაბადებული პ.ს. დააკავეს.
მიმდინარე წლის 9 სექტემბერს, თბილისში, მეტროსადგური "ვარკეთილის"
მიმდებარე ტერიტორიაზე, ორმა მოქალაქემ - გ.ხ.-მ და პ.ს.-მ პოლიტიკური
პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" ორ აქტივისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა
მიაყენა.
სამართალდამცველებმა ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზევე, ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დააკავეს, რაც წვრილმან
ხულიგნობას გულისხმობს.