კახა კახიშვილი: განათლების მინისტრთან, მიხეილ ჩხენკელთან და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელთან, კახა გვანცელაძესთან ერთად საჯარო სკოლების დირექტორებსა და ბაგა-ბაღების ხელმძღვანელებს შევხვდი

13 Sep 2020 02:37

"განათლების მინისტრთან, მიხეილ ჩხენკელთან და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელთან, კახა გვანცელაძესთან ერთად საჯარო სკოლების დირექტორებსა და ბაგა-ბაღების ხელმძღვანელებს შევხვდი." - აღნიშნულის შესახებ კახა კახიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.


აღსანიშნავია, რომ შეხვედრის ინიციატორები თავად ბაღებისა და სკოლების ხელმძღვანელები იყვნენ და მათ ეს სურვილი შევუსრულეთ.


შეხვედრაზე განათლების სფეროში არსებულ გამოწვევებზე ვისაუბრეთ.


მათ შორის, მინისტრმა იმ სიახლეების შესახებ ისაუბრა, რომლებიც სამომავლოდ დაინერგება.


მინისტრმა გააჟღერა, რომ ხარისხიანი განათლება და ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნვა მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია, ამისთვის კი საჭიროა თანამედროვე მიდგომებისა და სიახლეების დანერგვა.


სამინისტრო აქტიურად ზრუნავს ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო გათანამედროვებასა და სასწავლო დაწესებულებებში სხვადასხვა ტექნოლოგიის დანერგვაზე.


ვისაუბრეთ პედაგოგიური ინსტიტუტის მნიშვნელობის შესახებ და შეხვედრაზე დავდეთ პირობა, რომ აუცილებელია აღნიშნული მიმართულებით გარკვეული რეფორმების გატარება და უმაღლეს სასწავლებელში პედაგოგიური ფაკულტეტის გაძლიერება.


შეხვედრაზე მინისტრმა, ასევე, აღნიშნა, რომ საქართველოში COVID-19-ის კრიზისის პერიოდში დისტანციური სწავლების გაძლიერების მიმართულებით განხორციელებული პროექტები საერთაშორისო პარტნიორებმა წარმატებულ მაგალითად შეაფასეს.


ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციამ (OECD) 2020 წლის ანგარიშში საქართველოს მთავრობის მიერ განათლების მიღების უწყვეტი პროცესის უზრუნველსაყოფად გადადგმული ნაბიჯები ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად დაასახელა, ხოლო Microsoft-ის მიერ ორგანიზებული ვირტუალური განათლების ტრანსფორმაციის პირველ სამიტზე კორპორაცია Microsoft-ის განათლების მიმართულების ვიცე-პრეზიდენტმა ენტონი სალსიტომ, COVID-19-ის კრიზისის პირობებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დისტანციური სწავლების ხელშეწყობის მიზნით გატარებულ ღონისძიებებს მაღალი შეფასება მისცა.


ამ ყველაფრისთვის, კიდევ ერთხელ გადავუხადეთ მადლობა სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელებსა და პედაგოგებს." - წერს კახიშვილი.




კომენტარები:

ფართი შოპი