შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის 2, ხოლო
საპატრულო პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს 1 თანამშრომელს
კორონავირუსი დაუდასტურდა.
თანამშრომლების ტესტების პასუხები 12-13 სექტემბერს გახდა ცნობილი.
ყველა თანამშრომელი, ვისთანაც ინფიცირებულებს უშუალო კონტაქტი ჰქონდათ,
გადაყვანილია დაკვირვების ქვეშ და აღებული აქვთ ტესტები.
სამივე პოლიციელის მკურნალობა მიმდინარეობს კლინიკაში, მათი მდგომარეობა
სტაბილურია.