ისრაელის ელჩი "სამოქალაქო პლატფორმა 20/20"-ს ეწვია

14 Sep 2020 23:02

“სამოქალაქო პლატფორმა 20/20”-ის გამგეობის წევრები ისრაელის ელჩს საქართველოში რან გიდორს შეხვდნენ. შეხვედრა პლატფორმის ოფისში გაიმართა.


შეხვედრაზე "სამოქალაქო პლატფორმა 20/20"-ის პროგრამების დირექტორმა ლაშა ფარულავამ ელჩს 20/20-ის სადამკვირვებლო საქმიანობის მეთოდიკა და აქტივობები გააცნო, რომელსაც, სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, "სამოქალაქო პლატფორმა 20/20" წინასაარჩევნოდ ახორციელებს.


როგორც ელჩმა აღნიშნა, წელს პანდემიით გამოწვეული ვითარების გამო, არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლების რაოდენობა იქნება ძალიან მცირე, შესაბამისად, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების  პასუხისმგებლობა განსაკუთრებით იზრდება.


"სამოქალაქო პლატფორმა 20/20" ცესკოს მიერ რეგისტრირებულია როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაცია, რომელიც 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს და მიმდინარე საარჩევნო პროცესს აკვირდება.



კომენტარები:

ფართი შოპი