გივი ცინცაძე, "დამოუკიდებელი კვლევითი ცენტრის" დამფუძნებელი/გამგეობის წევრი:
_საქართველოს კანონი "პროფესიული კავშირების შესახებ" ადგენს, რომ "პროფესიული კავშირი იცავს თავისი წევრების უფლებებს თავისუფლად გამოიყენონ შრომითი შესაძლებლობები. მიიღონ კანონმდებლობით დადგენილი შრომის სამართლიანი ანაზღაურება. აღნიშნულ კანონს არ ცნობს და ბოროტად უგულვებელყოფს " ლანჩხუთის პროფკავშირების თავჯდომარე " ქალბატონი მაგული კუნჭულია, რომელიც მხოლოდ იმ ინტერესებს ატარებს მისი თავჯდომარედ ყოფნის პირობებში, რომ რაც შეუძლება მეტი წევრი ჰყავდეს მას გაერთიანებაში, რათა მეტად გამდიდრდეს მათ ხარჯზე. სანაცვლოდ კი არათუ არაფერს არ აკეთებს "პროფკავშირის" წევრების შრომითი უფლებების დასაცავად, მათთვის სამართლებრივი დახმატების გასაწევად, არამედ თავხედურად ბედავს ეს ქალბატონი - დაემუქროს წევრებს სამსახურის დაკარგვაში, თუკი ისინი გაბედავენ და დატოვებენ პროფესიულ გაერთიანებას.
მინდა შევეხო ჩვენი რაიონის "მუნიციპალიტეტის მერის სამხედრო აღრიცხვის გაწვევის სამსახურის" თანამშრომელთა ე.წ. "მეცამეტე ხელფასის" გაუცემლობის ფაქტს, რის შემდეგაც მათ დახმარებისთვის ლანჩხუთის პროფესიულ კავშირს მიმართეს. თუმცა თითოეულმა ლანჩხუთელმა იცის, რომ მათი კუთვნილი ანაზღაურება დღემდე გაუცემელია და შესაბამისად "პროფკავშირების" იმედად დარჩენილები ხელმოცარულები დარჩნენ. ცხადია აღნიშნულმა ფაქტმა მათში უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან ისინი დაუცველები დარჩნენ იმ ორგანიზაციისგან რომლის წევრობისთვისაც ყოველთვიურად იხდიან საწევრო შენატანს საკუთარი ჯიბეებიდან და გამოდის, რომ იხდიან მაგული კუნჭულიას ჯიბეში.
მინდა შევახსენო ქალბატონ თავჯდომარეს "სისხლის სამართლის კოდექსით" დადგენილი ერთ-ერთი "მუხლი" - რომელიც მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს თავისთვის რაიმე გამორჩენის მისაღებად. იგი ისჯება ერთ-ერთი შემდეგ ჩამოთვლილთაგანით: ჯარიმით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით, თავისუფლების აღკვეთით. ქალბატონი მაგულის ასაკის გათვალისწინებით, ვფიქრობ უპრიანი იქნება დაისჯება თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევით, რათა მომავალში აღარ განმეორდეს მსგავსი ფაქტები - "პროფკავშირმა" შეასრულოს მასზე დაკისრებული ყბელა ვალდებულება მშრომელთა უფლებების დასაცავად და არა პირიქით - მათი უფლებების უგულველსაყოფად და ფეხქვეშ გასთელად.
მინდა ვთხოვო შესაბამია სამსახურებს, დაინტერესდნენ " ლანჩხუთის საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირების" სამსახურებრივი საქმიანობით, იმით თუ რაში იხარჯება ხალხის ფული, რომელთაც აიძულებენ წევრობას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სამსახურის დაკარგვით ემუქრებიან. ასევე კეთილი ინებოს ქალბატონმა თავჯდომარემ და გამჭვირვალე, საჯარო გახადოს თითოეული თეთრი და გამოაქვეყნოს წევრთა რაოდენობა და შემოსავალი. ის თუ რაში იხარჯება წევრთა შემოწირულობა და რა კეთდება ამის სანაცვლოდ მათთვის. რა სარგებელს ნახულობენ წევრები ამით. ვფიქრობ, რომ ძცირფასი და ბრძენი ლანჩხუთელები სწორად განსჯიან აღნიშნულ თემას და ნელ-ნელა გაღვივდება მათში ისედაც არსებული ბრძოლის ჟინი. ბრძოლისა, რომელიც არის განვითარებასა და უკუსვლას, სიკეთესა და ბოროტებას, დემოკრატიასა და კორუფციით, ნეპოტიზმით სავსე ხელისუფლებას შორის. მე ამ ბრძოლაში რა თქმა უნდა ვარ ჩემი საყვარელი ხალხის მხარეს და ღრმად მწამს, რომ ჩვენ ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ ამ ბრძოლაში!