შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს
ესპანეთის ეროვნული პოლიციის სამოქალაქო გვარდიის გენერალური დირექტორი -
მარია გამეს გამესი, ესპანეთის პოლიციის ატაშე თურქეთში - ანტონიო დობლასი
და სამოქალაქო გვარდიის კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო თანამშრომლობის
ცენტრის უფროსი - ხოსე ანტონიო მეიადო საქართველოში ოფიციალური ვიზიტის
ფარგლებში ეწვივნენ.
სტუმრები დეპარტამენტის მუშაობის სპეციფიკას და განხორციელებულ პროექტებს
გაეცნენ, ასევე, დაათვალიერეს: დნმ ლაბორატორია, ნარკოტიკული საშუალებებისა
და ფარმპრეპარატების ექსპერტიზის, ბალისტიკური ექსპერტიზის,
დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის, ჰაბიტოსკოპიური, ფოტო-ვიდეო და
კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის სხვა და სხვა ლაბორატორიები.