"ქართული ოცნების" ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კახა კახიშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ავლაბრის მოსახლეობას შეხვდა. აღნიშნულის შესახებ კახიშვილი თავის ოფიციალურ გვერდზე წერს.
"გავაცანი ჩვენი საარჩევნო პროგრამა. ვისაუბრეთ არსებულ პრობლემებზე და ერთად ვიმსჯელეთ მათი გადაჭრის გზებზე.
ამ უბნის გამოწვევები ჩემთვის უცხო არ არის, რადგანაც ყველაზე კარგად, სწორედ ავლაბრელებმა ვიცით, იმ საჭიროებების შესახებ, რომლებიც ადგილობრივებს გვაწუხებს.
ამიტომ, ჩემს მეზობლებს დავპირდი, რომ გამარჯვების შემთხვევაში, ჩვენი რაიონის განვითარებისა და წინსვლისთვის ყოველდღიურად ვიშრომებთ ერთად. ამისთვის კი მაქსიმალურად გამოვიყენებ მანდატით მონიჭებულ უფლებამოსილებასა და პარლამენტის ტრიბუნას."- წერს კახიშვილი.