კახა კახიშვილი: მოსახლეობა თავიანთ იდეებს მომაწვდის და ერთად შევძლებთ ისნის რაიონის განვითარებას

18 Sep 2020 15:22

"ვაგრძელებთ აქტიურ საარჩევნო კამპანიას და მოსახლეობასთან პირისპირ კომუნიკაციას. ვაზისუბნის მე-3 მიკრორაიონის მე-2 კვარტლისა და მე-4 მიკრორაიონის მე-2 კვარტლის მცხოვრებლებს ვესაუბრე."- წერს "ქართული ოცნების" ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კახა კახიშვილი. 


"ვაზისუბანში უკვე მქონდა რამდენიმე შეხვედრა და მათი პრობლემები ჩემთვის უცხო არ არის. აქაც ის ზოგადი თემები გამოიკვეთა, რომლებიც მთლიანად, ისნის რაიონისთვისაა აქტუალური.


ვისაუბრეთ და გამოვკვეთეთ პრიორიტეტული საკითხები და პრობლემები, რომლებსაც გრძელვადიან პერსპექტივაში, საერთო შრომით დავძლევთ.
ადგილობრივებს ის ცვლილებები გავაცანი, რომელთა განხორციელებასაც გამარჯვების შემთხვევაში ვგეგმავ.


შეხვედრის დასასრულს შევთანხმდით, რომ ერთმანეთთან კომუნიკაციას გავაგრძელებთ. მოსახლეობა თავიანთ იდეებს მომაწვდის და ერთად შევძლებთ ისნის რაიონის განვითარებას."- წერს კახიშვილი.




კომენტარები:

ფართი შოპი